სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ჯვრების კურთხევის ტრადიცია აღადგინა.
"ჯვრების კურთხევა უძველესი ტრადიციაა. ის წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დაწესებულია. ჯვრების მადლით ღმერთმა დაიფაროს სრულიად საქართველო ხილული და უხილავი მტრებისგან და გაამთლიანოს იგი", - ბრძანა უწმინდესმა ხარების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ.
ილია მეორემ დღესვე სამი ხის ჯვარი აკურთხა, რომელთაგან ერთს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დააბრძანებენ, ერთს აფხაზეთში გააგზავნიან, ხოლო მესამეს - აჭარაში.