პირველ საჯარო სკოლას ძველი სახელი - "თბილისის კლასიკური გიმნაზია" დაუბრუნდა.
გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ცოტა ხნის წინ მიიღო სკოლის მოსწავლეთა, პედაგოგთა, კურსადმთავრებულთა და მშობელთა სურვილის საფუძველზე მიიღო.
საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულება 209 წლისაა. კლასიკურ გიმნაზიაში არაერთი სახელოვანი ადამიანი აღიზარდა, ძველი სახელის დაბრუნება კი პედაგოგებსა და მოსწავლეებს კიდევ ერთ სტიმულს მისცემს.