ხვალ, 8 აპრილს, 20:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე (კოსტავას 77) სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი საღამო.
საღამოზე სიმბოლურად სანთლებით განათებული იქნება წარწერა "სტუდენტებს გვახსოვს 9 აპრილი" და ცაში გაშვებული იქნება 21 ცის მანათობელი რომლებზედაც ამოტვიფრული იქნება 9 აპრილს დაღუპული პირების სახელები და გვარები. ასევე დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება თომა ჩაგელიშვილის ფილმი, რომელიც ასახავს 9 აპრილს მიმდინარე პროცესებს. სტუდენტები წაიკითხავენ დაღუპულთა მოსახსენიებელ ლოცვას, ღონისძიებაზე საგალობლებს შეასრულებს ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლი "ქართველო".
ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.P