კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ერთ-ერთი მეგობარი მეძავების მომსახურების ბრალდებით დააკავეს.
მომხდარის დეტალები არ ხმაურდება. თუმცა ცნობილია, რომ ობამას მეგობარი რობერტ ტიტკომბი და კიდევ სამი მამაკაცი პოლიციის რეიდის დროს გონოლულუში აიყვანეს.
ცნობისთვის, ტიტკომბი და ობამა გოლფსა და კალათბურთს ერთად თამაშობენ. ასევე, ცნობილია, რომ ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი ჰავაიში მდებარე ტიტკომბის აგარაკზე სტუმრად იმყოფებოდა.
ტიტკომბის დაკავების შესახებ თეთრ სახლს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.