მერლინ მონროსაგან განსხვავებით, რომელიც დიდი სიამოვნებით პოზირებდა შიშველი, ელიზაბეტ ტეილორი არასოდეს იღებდა ამ სტილში. ამდენად, გასაოცარი აღმოჩნდა ფაქტი, რომ ლიზ ტეილორმა მხოლოდ ერთხელ, ისიც თავისი მომავალი მეუღლისთვის შიშველი ფოტო გადაიღო.
ფოტო კერძო კოლექციაში ინახებოდა და დღემდე არასოდეს გამოუყენებიათ ფართო საზოგადოებისათვის საჩვენებლად.
ფოტოსესია ელიზაბეტ ტეილორმა მომავალი მეუღლის მაიკლ ტოდისთვის სამახსოვროდ, ჯვრისწერის აღსანიშნავად გადაიღო.
მსახიობი მისმა უახლოესმა მეგობარმა, მსახიობმა და ფოტოგრაფმა როდი მაკლდოუელმა გადაიღო. სწორედ მან დაითანხმა იგი შიშველი გადაღებულიყო, იმ პირობით, რომ როდი ყველაფერს მაღალი გემოვნებით და ტაქტიანად გააკეთებდა.
ჰოლივუდის წარმატებული პროდიუსერი მაიკლ ტოდი მსხიობის მესამე ქმარი იყო.
მათი ქორწილი ხანმოკლე და ტრაგიკული აღმოჩნდა.
"მთელი ცხოვრების მანძილზე ორი ადამიანი მიყვარდა მაიკლ ტოდი და რიჩარდ ბარტონი", - ამბობდა ტეილორი.
1958 წელის მარტში ტოდი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.