"ახალმა მემარჯვენეებმა" გასულ წელს წამოწყებული პროექტის „ახლოს რეგიონის პრობლემებთან" ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რაიონში ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯვის მონიტორინგი განახორციელეს და მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკის დეფორმაციას ახდენენ და საკუთარი უფლებამოსილებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაფინანსების ნაცვლად იმ სტრუქტურებზე ხარჯავენ თანხებს, რომელთა დაფინანსებაც მათ კომპეტენციაში არ შედის.
რეგიონებში დღეს არსებული უკიდურესად მძიმე სოციალური ფონი, სოფლების აბსოლუტურად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგების, კომუნიკაციების სფეროში არსებული პრობლემები ადგილობრივ თვითმმართველობებს ავალდებულებს ბიუჯეტების ხარჯვისას პირველ რიგში გაითვალისწინონ საკუთარი უფლებამოსილებები და არ აიღონ თავიანთ თავზე დამატებითი ფუნქციები. მიუხედავად ამისა, საქართველოს რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებშიც ოპოზიცია მწირად არის წარმოდგენილი და ძირითადად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებით არიან დაკომპლექტებული, კანონის მოთხოვნას და ხალხის დაკვეთას არ ასრულებენ.
ქალაქების - ბათუმისა და ქუთაისის, ჩხოროწყუს, ასპინძის, წალენჯიხის, ხონის, ვანის რაიონების თვითმმართველობებმა ინფლაციისა და სურსათსა და ძირითად სამომხმარებლო საგნებზე ფასების კატასტროფული ზრდის გამო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შექმნილი დაფინანსების პრობლემის მოგვარების ნაცვლად, რაც მათი უშუალო მოვალეობაა, არჩიეს ისედაც გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე გასულიყვნენ ფონს და 20-50 %-ით გაეზარდათ საბავშვო ბაღებში სწავლის გადასახადი. თუმცა ეს თვითმმართველობები საკმაოდ ხელგაშლილნი აღმოჩნდნენ პოლიციის და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მიმართ და მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები გამოუყვეს.
„ახალი მემარჯვენეების" რეგიონული სამსახურის უფროსმა გიორგი ასათიანმა წარმოადგინა ზემოთ აღნიშნული თვითმმართველობების 2011 წლის ბიუჯეტებში განათლების დაფინანსებასა და პოლიციისთვის და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისთვის გამოყოფილი ხარჯების თანაფარდობა, რომელიც ნათლად აჩვენებს როგორ ეკიდებიან საკუთარი უფლებამოსილებების შესრულებას ისინი.
ქალაქი/რაიონი საბიუჯეტო შემოსავლები (ლარი) ბაგა-ბაღების დაფინანსება შს ადგილობრივი სტრუქტურების დაფინანსება მაჟორიტარების ბიუროების დაფინანსება გაიზარდა ბაგა-ბაღების გადასახადი