ჩრდილოეთ მექსიკაში, ტამაულიპასის შტატში სამართალდამცველებმა 40 ადამიანის ცხედარი იპოვეს. დასავლური მედიის ინფორმაციით, სამარხი იმ ადგილას იპოვეს, სადაც 2010 წელს ნარკომოვაჭრეებმა 72 მიგრანტი მოკლეს.
სამარხი მექსიკელმა სამართალდამცველებმა პატრულირებისას აღმოაჩინეს. ამ დროისთვის საფლავთან სამუშაოები მიმდინარეობს.
სამართალდამცველები გვამების იდენტიფიცირებას იწყებენ. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ნარკოკარტელ „ზეტასის" წევრების მიერაა ჩადენილი.