ავიაკომპანია Air Astana საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს, -  ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ პორტალი BNews.kz-ი,  კომპანიის ვიცე-პრეზიდენტზე - ბელა ტორმიშევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"2011 წელს კომპანია ახალი ავიარეისების შესრულებას იწყებს. რეისები ალმაატადან თბილისის მიმართულებით შესრულდება. ხოლო სომხეთის დედაქალაქის მიმართულებით ფრენების დაწყება ამ დროისათვის განხილვის სდატიაშია"- განაცხადა ბელა ტორმიშევამ. 
Air Astana წარმომადგენელის განმარტებით, ავიაკომპანიამ 2008 წლიდან ახალი სტრატეგია შემუშავა, რომელიც ცენტრალური აზიისა და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით ფრენების დაწყებას ითვალისწინებს.