მოსკოვში ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ორი ავტომობილი დააავეს - ორივე შემთხვევაში ბომბები "მერსედესის" ტიპის ავტომობილებში იყო მოთავსებული. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის კავკასიიდან ჩამოსულებიც.
ერთ ავტომობილში ორი მამაკაცი და ერთი ქალი იმყოფებოდა. პირველი ავტომობილი კუტუზოვის პროსპექტზე დააკავეს, მეორე ავტომობილი კი რიაზანის პროსპექტზე.
კუტუზოვის პროსპექტზე დაკავებული ავტომობილის მძღოლი კალმიკიის მაცხოვრებელია. მისი თანამგზარი 32 წლის მაგომედ ალიევია.
"მათ აღმოაჩნდათ "ТТ"-ს ტიპის იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება პლასტიტის ორი ნაღმი, რომლის სიმძლავრე აფეთქების შემთვევაში (თითოეულის) 200 გრამი ტროტილის ექვივალენტი იქნებოდა", _ იუწყება მედია.
რიაზანის პროსპექტზე დაკავებულ ავტომობილში არსევე აღმოჩენილი იქნა შაშხანა, რომელიც 200 გრამი ტროტილით იყო გამდიდრებული.
"ამ ავტომობილის მძღოლი, ოპერატიული მონაცემებით საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის - "ისლამური ჯიჰადის" წევრია, 38 წლის ჯამშუტ ბუინატოვი',_ იუწყება მედია. ორივე ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.