ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა-1"-ზე მომხდარი ავარიის შემდეგ ინდოეთის ხელისუფლებამ იაპონიიდან პროდუქტების იმპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი, ქვეყანაში რადიაქტიურ ნივთიერებათა შეტანისგან თავის დაზღვევაა.
პროდუქტთა იმპორტი სამი თვით შეაჩერეს. აკრძალულ ნივთიერებათა ზუსტი ჩამონათვალი არ სახელდება, თუმცა სავარაუდოდ, ხილსა და ზღვის პროდუქტებს აკრძალავენ.
ცნობისთვის, შაბათს ცნობილი გახდა, რომ იაპონიის ნაპირებთან აღმოჩენილ თევზში რადიაქტიური ნივთიერება აღმოჩნდა.