150 დიდ ასტეროიდს, რომელიც დედამიწას ძალიან ახლოს ჩაუვლის, სიცოცხლის განადგურება შეუძლია.
"ნასას" სპეციალისტებმა, რომლებმაც შესაბამისი დასკვნები გააკეთეს პოტენციურ საფრთხეზე, განაცხადეს, რომ საუბარი მიდის ციურ სხეულებზე, რომლებსაც რადიუსი ოცდაათი მეტრიდან, ერთ კილომეტრამდე აქვთ. ისინი დედამიწის სიახლოვეს უახლოესი ასი წლის განმავლობაში იფრენენ.
სპეციალისტების განცხადებით, იმაზე საუბარი, რომ კაცობრიობა აუცილებლად განადგურდება უახლოესი ასი წლის მანძილზე, რა თქმა უნდა არასწორი იქნება, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი კოსმოსური საფრთხის უგულვებელყოფა და ჯეროვნად დაუფასებლობაც სწორი არ იქნება.