7-9 აპრილს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს ვიზიტით ეწვევიან მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროკავშირში ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ნატალია გერმანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ოლეგ ეფრიმი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ოქტავიან კალმაკი.
7 აპრილს ევროპის სახლში გაიმართება სემინარი, რომელზედაც ქართველი და მოლდოველი კოლეგები ერთმანეთს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ.
8 აპრილს მოლდოვას რესპუბლიკის წარმომადგენლები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.