დღეიდან, 7 აპრილიდან, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით კვლევის შედეგების პარტიებისთვის გადაგზავნას დაიწყებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, NDI რეიტინგებთან დაკავშირებით კვლევის შედეგების პრეზენტაციას პირველად "ნაციონალური მოძრაობისთვის" გამართავს, რის შემდეგაც კვლევის შედეგების პრეზენტაცია სხვა პარტიებისთვისაც გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი კვლევის შედეგები ტრადიციულად მედიისთვის კონფიდენციალურია.