დღეს, 7 აპრილს, 13:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცესკოს სპიკერი ჯული გიორგაძე ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგზე ცესკო საზოგადოებას საერთაშორისო აქტივობების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აგრძელებს მუშაობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. ცესკოს სპიკერი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საარჩევნო სისტემის დახვეწის მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრის შესახებ ისაუბრებს.