დღეს, 7 აპრილს, 09:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ეწვევა.
დაგეგმილია ნატოს სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. აპატურაი ნატოსთან სამომავლო თანამშრომლობისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრებს.