ხვალ, 7 აპრილს, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს გაიღებენ. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი და უმრავლესობის ოცამდე დეპუტატი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის სისხლის ბანკს ეწვევიან და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლს გაიღებენ.
"აქცია რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მასში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვებიან. ჩაბარებული სისხლი ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებსაც მოხმარდებათ", _ აცხადებენ საკრებულოში.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული 16 წლამდე ასაკის 28 მოზარდი მკურნალობს.