ხვალ, 7 აპრილს, პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრს გოგა ხაჩიძეს ელოდებიან.
მინისტრი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომას დაესწრება და დეპუტატებს პალიასტომის ტბაში თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.