"ჩვენი პირველი ნაბიჯი Diners Club-ის ქსელის გამართვაა, საბოლოო მიზანი კი ამ ბარათების საქართველოში გამოშვება იქნება. ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება, თუმცა ამის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს",_აცხადებს Diners Club International-ის დირექტორი ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებში ჟან ფრანსუა პოლი.
"შეგიძლიათ, ეს ბარათები ადგილობრივ საჭიროებებს მოარგოთ, საქართველოში გამოუშვათ ქართველი მომხმარებლის მოთხოვნით, საფრანგეთში კი_ფრანგი მომხმარებლის მოთხოვნით",_აცხადებს ჟან ფრანსუა პოლი.
"სულ რაღაც ორ კვირაში "საქართველოს ბანკის" ბანკომატებში Diners Club-ის ბარათების განაღდება შესაძლებელი იქნება. იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ უფრო შორსმიმავალი გეგმები გვექნება",_აცხადებს Diners Club-ის ევროპის, ახლო აღმოავლეთისა და აფრიკის რეგიონის განვითარების დირექტიორი ჟან ფრანსუა პოლი.
მისი თქმით, "საქართველოს ბანკი" პირველია, ვისთანაც მათ ურთიერთობა დაიწყეს და ამ ბანკის სწრაფი მომსახურებით კმაყოფილებას გამოთქვამენ.
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის თქმით, "ამერიკან-ექსპრესის" მსგავსად, Diners Club-ის ბარათების დამზადება საქართველოშიც შესაძლებელია.
"ეს ბარათები 100-მდე სავაჭრო ობიექტში ჩაშვებული გვაქვს, შესაძლებელია, სამომავლოდ 3 ათას ობიექტამდეც შევიდეთ. ეს Diners Club-ის ბარათის გამოშვებაზე იქნება დამოკიდებული",_აცხადებს გილაური.