"ბაქოს სურს რეგიონალური მასშტაბის იარაღის გამყიდველი გახდეს", - ამ სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Euradianet-ი, რომლის ინფორმაციითაც, აზერბაიჯანი, რომელსაც ენერგორესურსების ექსპორტიდან დიდი შემოსავლები აქვს, ისრაელური კონსტრუქციის მზვერავი-თვითმფრინავების წარმოების დაწყებას გეგმავს.
როგორც ჟურნალისტი შაჰინ აბასოვი ადგილობრივ ანალიტიკოსების მოსაზრებებზე დაყრდნობით წერს, ეს ჩანაფიქრი ასახავს ბაქოს მისწრაფებას გახდეს შეიარაღების მსხვილი ექსპორტიორი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
გამოცემის ცნობით, ისრაელში დაპატენტებული უპილოტო მზვერავი-თვითმფრინავი Obiter-2M ჰაერში, ოთხიდან ექვსი კილომეტრის სიმაღლეზე უწყვეტად დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში ჩერდება. მეორე მოდელს Aerosta -ს შეუძლია 10 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენა 12 საათის განმავლობაში. ორივე საფრენი აპარატის წარმოება იგეგმება სახელმწიფო კომპანია AZAD Systems-ში ბაქოს შემოგარენში.
აზერბაიჯანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავების მოდელების გამოცდა გეგმის მიხედვით ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. გრაფიკის მოწონების შემთხვევაში ფარტომასშტაბიანი წარმოება 2013 წელს დაიწყება.