რუსეთის გენერალური პროკურატურა პოლონელ სამართალდამცველებს სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებასთან დაკავშირებულ დამატებით მასალებს გადასცემს.
როგორც ცნობილია, ავიაციის საერთაშორისო კომიტეტმა მიმდინარე წლის იანვაში წარმოადგინა რუსი სპეციალისტების ანგარიში, რომელშიც მათ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფაში ეკიპაჟი დაადანაშაულეს.
აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
პარალელურად, პოლონეთი დამოუკიდებლად ატარებს ავიაკატასტროფის გამოძიებას. მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს პოლონეთის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიება კიდევ 6 თვით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის დროს 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პირველი ლედი.
პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია კატინის ტრაგედიის აღსანიშნავად მიფრინავდა.