ნატოსთვის უფლებამოსილების გადაცემის მიუხედავად, აშშ ლიბიის დამოუკიდებლად დაბომბვის უფლებას იტოვებს.
როგორც აფრიკის სამხედრო საქმეებში აშშ-ის მეთაური გენერალი კარტერ ხემი აცხადებს, 24 მარტს ნატომ გადაიბარა ლიბიაში სამხედრო მოქმედებების ხელმძღვანელობა. ამის მიუხედავად, აშშ ამ ოპერაციაში მონაწილეობის მიღებას აპირებს, თუმცა მისი როლი ამ საქმეში დამხმარე იქნება.
გენერლის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, აშშ საკუთარი ინიციატივის აღებას აპირებს და დამოუკიდებლად იმოქმედებს.
"ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ აშშ-ის მხრიდან ცალმხრივი განრიგით განვითარდეს სამხედრო ოპერაციები",_აღნიშნა ხემმა.