ლიბიაში მშვიდობიან მოსახლეობის ხელისუფლების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმი ხოცავდნენ, - ამის შესახებ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ლუის მორენო ოკამპომ განაცხადა.
პროკურორის ვერსიით, ლიბიის ხელისუფლება საკუთარი გეგმის საფუძველზე ცდილობდა თავიდან აეცილებინა ტუნისის სცენარი, სადაც მასობრივმა სამოქალაქო პროტესტმა ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა და მთავრობის შეცვლა გამოიწვია.
ლუის მორენო კამპოს მტკიცებით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს განკარგულებაშია ყველა ის მტკიცებულება, რომ კადაფი ხელისუფლებაში დარჩენის გამო მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდა.