ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტური ნივთიერებით დაბინძურებული წყლის გაჟონვა შეჩერებულია. შესაბამისი ინფორმაცია ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგური ელექტროსადგურის მმართველმა კომპანიამ TEPCO-მ გაავრცელა.
TEPCO-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმ ბზარებში, საიდანაც ჟონავდა წყალი სპეციალისტებმა 1500 ლიტრი "თხევადი მინა" ჩაასხეს.
ბოლო გაზომვების მიხედვით, ამჟამად წყალში რადიოაქტიური იოდი-131-ის შემცველობა წყალში 5 მილიონჯერ აღემატება ზღვრულ ნორმას.
შეგახსენებთ, რომ ფუკუსიმა-1-ის ატომური ელექტროსადგურიდან, რომელიც მიწისძვრია და ცუნამის შემდეგ დაზინდა რამდენიმე დღეა რადიაქტიულად დაბინძურებული წყალი ჟონავს და წყნარ ოკეანეში ჩაედინება.