ბაზარზე ქართული სააღდგომო ღვინო ,,ეტალონი'' გამოჩნდება. ღვინო კომპანია ,,წინანდლის ძველი მარანის'' და ,,ეტალონი მედია ჯგუფის'' ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ჩამოისხა. ღვინო ,,ეტალონი'' მხოლოდ ,,გუდვილის'', ,,ჯი მარტი'', ,,ვეჯინის'', ,,კოლხის'' და ,,მარიამის'' სავაჭრო ქსელებში გაიყიდება. გუდვილში დაგეგმილია სააღდგომო აქციაც.
სააღდგომოდ, ნაკურთხი თაფლით შეზავებული ღვინო 1,5 ლიტრიან ბოთლებში, რქაწითელის და საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადდა. სარეალიზაცი ქსელში ღვინის ფასი 12-დან 15 ლარამდე იქნება.
,,სააღდგომო ღვინის გამოშვება საახალწლო პროექტის წარმატებას გვიკარნახა, ჩვენ ვთვლით რომ სააღდგომო ეტალონი ისეთივე პოპულარული იქნება როგორც სახაალწლო ეტალონი იყო და ყველა ოჯახში განსაკუთრებულ განწყობას შეიტანს.. დარწმუნებულნი ვართ პროექტი წარმატებული იქნება და მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს''- აცხადებენ ,,ეტალონი მედია ჯგუფში''.
,,ჩვენი ღვინოების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება და საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ,,ეტალონის'' ნიშნით წარმოებული ღვინო ადგილობრივ ბაზარზე პოპულარული იქნება და ბაზრის წილის გაზრდაში მოგვეხმარება, ღვინის ხარისხი მაღალი, ფასი კი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება'' - აცხადებს კომპანია ,წინანდლის ძველი მარანის'' წარმომადგენელი ლევან მილდიანი.
აღსანიშნავია, რომ ,,ეტალონის'' ნიშნით უკვე იწარმოება კომპანია ,,მითანას'' ხორცის პროდუქტები, უახლოეს პერიოდში კი სხვადასხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად დაგეგმილია უალკოჰოლო სასმელების, ტკბილეულის, მინერალური წყლის, ჩაის, პურ-პროდუქტების, ნაყინის და სხვადასხვა კვების პროდუქტების ,,ეტალონის'' ნიშნით გამოშვება.
,,ჩვენი მიზანი ძალიან მარტივია - მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ წარმოებას, გაიზარდოს მათი პოპულარობა და გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე. პროდუქციის შერჩევისას კი მთავარი კრიტერიუმი ადგილობრივი წარმოება, მაღალი ხარიხი და მისი სოციალური დატვირთვაა '' - აცხადებენ ,,ეტალონი მედია ჯგუფში''
კომპანია ,,წინანდლის ძველი მარანი'' ქართულ ბაზარზე 2000 წლიდან მუშაობს და ,,მილდიანი ჯგუფის'' შემადგენლობაში შედის, კომპანიის 20-მდე დასახელების ღვინო, ადგილობრივი ბაზრის გარდა მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში იყიდება.
,,ეტალონის მედია ჯგუფი'' უკვე 5 წელია ბაზარზეა და სხვადასხვა ტელევიზებში სტუდენტური და განათლებაზე ორიენტირებული მედია პროექტების წარმოებით არის დაკავებული. ამჟამად კომპანიის მიერ წარმოებული გადაცემა - ,,ეტალონი'' ტელეკომპანია იმედის ეთერში გადის.