CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიგალს 8 ადამიანი ესმხვერპლა. 6 ადამიანი ჯორჯიის შტატში, 1 მისისიპის და ერთიც ტენესის შტატში დაიღუპა. გრიგალის დროს მისისიპში 20 წლის ახალგაზრდას ხე დაეცა და დაიღუპა. ხის მოგლეჯას შეეწირა ჯორჯიის შტატში მამა-შვილი.
ძლიერმა ქარმა აღნიშნულ შტატებში ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. როგორც ამერიკის მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ქვეყნის სამხრეთში ორშაბათს 600 ძლიერი ქარის შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 19-მა ტორნადო გამოიწვია. დაფიქსირდა სეტყვის 72 შემთხვევაც.