6 აპრილს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოს გამო, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება რუსთაველის გამზირის ნაწილს, სოფელ ოქროყანას, ლერმონტოვის, დადიანის, ლეონიძის, მაჩაბლის, იაშვილის, ჭონქაძის, ბერიძის, ამაღლების, წავკისის, გორგასლის, აბო თბილელის, ბარათაშვილის, აფხაზის (ყოფილი ლესელიძის), შავთელის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვები აგრეთვე შეეხება ფუნიკულიორის პლატოს, სასტუმრო "მარიოტს", ეროვნულ ბანკს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.