საპარლამენტო უმრვლესობას ეჭვობს, რომ დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების შეწყალება მოხდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.
"არა მგონია შეწყალება მოხდეს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ის გარემოება, რომ ამ ადამიანებს მიზნდა ჰქონდათ დასახული ქართული სახელმწიფოსთვის ზიანი მიეყენებინათ", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, შემუშავებული ჰქონდათ ძალიან მარტივი თაღლითური სქემა, რომლითაც საქართველოს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები უნდა გადაეხადა, მაშინ, როცა მათი მხრიდან არაფერი არ იყო შესრულებული.
"მარტივი, თაღლითური სქემის გამო იხდიან სასჯელს. მათ შემდგომ ბედზე პირობით ვადამდე ადრე განთავისუფლდებიან, თუ შეწყალებულები იქნებიან ამაზე ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
როგორც ცნობილია, ისრაელის პრეზიდენტი შეიმონ პერესი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვას აპირებს, რომ დაკავებული ებრაელი ბიზნესმენები შეიწყლოს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს, ბიზნესმენებს რონი ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ზეევ ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრათ. გარდა ამისა, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით.
ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.