საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციური რვიანი დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა.
"თუკი ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ჩვენს შეთავაზებას არ დასთანხმდება, პოლიტიკური რვიანი სამართლიანი გარემოსთვის ბრძოლას განაგრძობს. ეს ბრძოლა ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებასთან, ასევე, ოპოზიციური რვიანის ერთობით დემონსტრირებულ სხვა პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად გაიმართება", _ აცხადებს კაციტაძე.
"დამიჯერეთ, ჩვენი ობიექტურობითა და სიმართლით, თანამოაზრეების გვერდში დგომითა და ერთობით სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მხრიდან უარგუმენტო შეჭიდებას გავარღვევთ. ამისთვის პოლიტიკური ბრძოლის ყველა მეთოდს გამოვიყენებთ", _ აღნიშნა კაციტაძემ.