საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალნ ჟუპეს განცხადებით, ლორენ გბაგბო ქვეყნიდან გასაქცევად მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისი თქმით, კოტ დივუარში სამოქალაქო შესაძლოა რამდენიმე წუთში დამთავრდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლორენ გბაგბო ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ, აბიჯანში პრეზიდენტის რეზიდენციის ბუნკერში ოჯახთან ერთად იმალება. მისმა მრჩევლებმა და სამხედრო მხარდამჭერებმა ლორენ გბაგბოს სამსახურზე უარი თქვეს და იარაღი დაყარეს. პრეზიდენტის რეზიდენციასთან ამ დრომდე ახორციელებენ შეტევას ალასანე უატარას ძალები.
შეგახსენებთ, რომ კოტ დივუარში შეტაკებები 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს. აღნიშნულ დღეს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვება ლორენს უატარამ მოიპოვა. უატარას გამარჯვებას საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაეროც აღიარებენ. ლორენ გბაგბო კი დამარცხებას არ აღიარებს და დღემდე აცხადებს, რომ კოტ დიუარის პრეზიდენტი სწორედ ისაა.