საერთაშორისო კოალიციამ ლიბიის არმიის სამხედრო პოტენციალის 30 % უკვე გაანადგურა. განცხადება ამის შესახებ ნატოს გაერთიანებული შტაბების უფროსმა ევროპაში, ბრიგადის გენერალმა მარკ ვამ უმმა გააკეთა.
ამავე დროს, დღეიდან ნატო სამხედრო ავიაციამ ლიბიის ქალაქ ბრეგასთან ახლოს განლაგებული სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშების მიტანა განაახლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს სწორედ ქალაქ ბრეგას მიდამოებში ნატოს ავიაციამ სამხედრო აქტიურობას უკლო. ამის მიზეზი არახელსაყრელი ბუნებრივი პირობები იყო. ბოლო ინფორმაციით, ქალაქი ბრეგა და ამავე სახელწოდების პორტს ამჟამად ამბოხებულები აკონტროლებენ, თუმცა სამთავრობო ძალები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ამ დასახლებული პუნქტის რამდენიმე კვარტალს.