"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" გმობს 4 აპრილს უზენაეს სასამართლოსთან „წინააღმდეგობის მოძრაობის" ორგანიზებით გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაპატიმრების ფაქტს.
სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმი აქტიურად განაგრძობს უკანონო რეპრესიებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რითაც სურს ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს.
„დემოკრატიული მოძრაობა" ვაცხადებთ, რომ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ყველა უკანონობისთვის ხალხი განაჩენს სულ მალე გამოუტანს.