საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძს განცხადებით, ამ ეტაპზე რომელიმე მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, პარლამენტში მინისტრების მოსმენის შემდეგ, რამდენიმე მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. მათ შორის არის სასჯელაღსრულებისა, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე.