თბილისში საგზაო მოძრაობის წესები იცვლება - ამიერიდან შუქნიშნებზე მოძრაობის დაწყებისას წითელის შემდეგ ყვითლის მაგივრად პირდაპირ მწვანე აინთება, ხოლო შუქნიშანზე მწვანეს შემდეგ ყვითელი ძველებურად დარჩება.
თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ სვლის დაწყებისას მძღოლები მწვანეს ანთებას არ ელოდებოდნენ და ყვითელზე იწყებდნენ სვლას, რაც ხშირ შემთხვევებში ავარიულ სიტუაციებს ქმნიდა. ახალი წესი 175 გზაჯვარედინზე უკვე ამოქმედდა, დანარჩენებზე კი უახლოეს დღეებში ამოქმედდება.