"ქრისტიან-დემოკრატები" ბავშვთა პირველი კლინიკურ საავადმყოფოში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.
როგორც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, ბავშვთა პირველი კლინიკური საავადმყოფოს საკითხმა ცუდი ფორმები მიიღო.
"ეს საავადმყოფო 75 წლის წინ დაარსდა ძმებმა ზუბალაშვილებმა საქველმოქედო მიზნით დაარსეს. აქ მომუშავე პერსონალი ელოდებოდა, რომ მათ პატივისცემით მოექცეოდნენ, რაც იმსახურებდნენ და სანამ რემონტი დასრულდებოდა ნორმალურ ალტერნატივას შესთავაზებდნენ", - აღნიშნა ანიკაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამ მოლოდინისა, პირდაპირ მივიდა შესაბამისი სამსახური და დაიწყო შენობის რემონტი ისე, რომ იქ ჯერ კიდევ პაციენტები არიან. არავის მიუცია ახსნა-განმარტებები და საუბარია, რომ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ სახლში. თუმცა გაუგებარია, როგორ გადაწყდება მათი შრომის ანაზღაურების საკითხი", - აღნიშნა დეპუტატმა.
ანიკაშვილის შეფასებით, მსგავსი მოქცევა მიანიშნებს იმაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მთავრობას კომუნიკაციის პრობლემა აქვთ.