საპარლამენტო უმრავლესობა ადამიანის უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტს მოუწოდებს სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით ოპოზიციასთან სამუშაო შეხვედრები გამართოს, - ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა.
"ძალიან არასერიოზულია, როცა ასეთი მოცულობის დოკუმენტის განხილვას ერთი დღის განმავლობაში მედიაში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე ითხოვენ", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია დოკუმენტის სერიოზულად შესწვალ, იმისთვის რომ მოხდეს ანალიზი სად არის რეალურად პრობლემები და როგორ უნდა გადაწყდეს მათი მოგვრება.
"ბატონ, ლაშა თორდიას ვთხოვ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით ოპოზიციასთან სამუშაო შეხვედრები გამართოს", - მიმართა თორდიას მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში პარლამენტში 31 მარტს შემოვიდა. ბიუროზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კომიტეტებს ანგარიშის განსახილველად ერთ თვიანი ვადა ეძლევა, რის შემდეგაც მაისის დასაწყისში მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა მოხდება.