გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ავიაკატასტროფა თვითმფრინავის გაუმართაობას არ უკავშირდება და ის უამინდობამ გამოიწვია.
"გაეროს სამშვიდობო მისიამ ავიაკატასტროფის მიზეზების გამოსაძიებლად ჯგუფი შექმნა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ის უამინდობამ გამოიწვია", - განაცხადა სამშვიდობო ოპერაციების საკითხში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ალენ ლე როიამ.
ამასთან, მისივე განმარტებით, ტრაგედიას 33 ადამიანიდან 32 ემსხვერპლა, მათგან 4 ეკიპაჟის წევრი, 24 გაეროს თანამშრომელი, დანარჩენი 5 კი სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო.
შეგახსენებთ, რომ კონგოში ავიაკატასტროფა ქართული ავიაკომპანიის "აირზენას" კუთვნილმა თვითმფრინავმა განიცადა. ეკიპაჟის 4 დაღუპული წევრიც სწორედ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.