რუსეთს იმედი აქვს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარე წლის ზაფხულ-შემოდგომაზე გაწევრიანდება. განცხადება ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, "2010 წელი გახდა გადამწყვეტი მოლპარაპარაკებებში, რომლებიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ეხება და ჩვენ ველით, რომ ამ ორგანიზაციაში მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომაეზ მიგვიღებენ. ეს ვადები სავსებით რეალისტურია, რამდენადაც ჩვენ შექმნილი მდგომარეობა გვესმის", _ აცხადებს ივანოვი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს, მას ასევე კარგად ესმის თავისი ეკონომიკის პლიუსებიც და მინუსებიც, რომელიც ამას თან მოყვება.
"ჩვენი ეკონომიკის ძლიერი სექტორები რა თქმა უნდა ამ გაწევრიანებით მოიგებენ, მაგრამ ნაკლებადკონკურენტუნარიანი დარგები - მანქანათამშენებლობა, საავტომობილო დარგები და სხვა სფეროები დაზარალდებიან", _ აცხადებს ივანოვი.
ეხება რა საქართველოს საკითხს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სერგეი ივანოვი აღნიშნავს, რომ "ამ პრობლემებს არ აქვთ არავითარი უშუალო დამოკიდებულება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, საჭრობასთან, უსაფრთხოებასთან და სხვა მსგავს საკითხებთან".
"ამ პრობლემის არსი - პოლიტიკურია და ჩვენ თავად გვსურს მიდი გადაწყვეტა", _ აცხადებს ივანოვი და აღნიშნავს, რომ ასევე აშშ-სა და რუსეთის ინტერესებში არის ჯექსონ-ვენიკის შესწორების გაუქმება - "ცივი ომის არ რუდიმენტისა. აღნიშნული აკრძალვა იმ დროს დაწესდა, როდესაც მე ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. რუსეთს ამჯამად კი აქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი ისრაელთან და ცდილობს მიიღოს ასეთივე რეჟიმი აშშ-სთან ურთიერთობაში. თუმცა ეს შესწორება ჯერ კიდევ მოქმედებს", _ აცხადებს ივანოვი.