არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალასანა უატარის მომხრეებმა ქალაქ აბიჯანში მდებარე არაღიარებული პრეზიდენტის ლორან გბაგბოს რეზიდენცია აიღეს. ამის შესახებ "როიტერი" ალასანა უატარის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
უცნობია, რეზიდენციაზე თასვდასხმის მომენტში იმყოფებოდა თუ არა იქ ლორან გბაგბო.
არც იმის დამადასტურებელი ინფორმაცია არსებობს, უატარის მომხრეებმა დაამყარეს თუ არა ქვეყნის მსხვილ ქალაქ_აბიჯანში კონტროლი.
4 აპრილს უატარის მომხრეები იტყობინებიდნენ, რომ ისინი ქალაქ აბიჯანს გარს შემოერტყნენ, რომლის დიდი ნაწილიც ყოფილი პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
იმავე დღეს ქვეყანაში მშვიდობიანი მისიით მყოფმა გაეროსა და საფრანგეთის საჰაერო ძალებმა გბაგბოს სიმაგრეებსა და აბიჯანში მდებარე რეზიდენციაზე ავიადარტყმები განახორციელეს.
კოტ-დივუარი ფაქტობრივად სამოქალაქო ომის ზღვარზეა.
შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა ალასანა უატარმა გაიმარჯვა. თუმცა ლორან გბაგბომ, რომელიც ქვეყანას 10 წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე მართავდა, საკუთარი პოსტის დატოვებაზე უარი განაცხადა.