საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი კონგოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს თანაგრძობას უცხადებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ მიზეზების დადგენა თუ რამ გამოიწვია კატასტროფა", - აღნიშნავს პრესსპიკერი დღევანდელ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ კონგოში, ავიაკატასტროფის დროს საქართველოს 4 მოქალაქე დაიღუპა. ისინი "აირზენას" თანამშრომლები იყვნენ. ტრაგედიას 22 წლის პილოტი სულიკო ცუცქირიძე, ეკიპაჟის წევრი გურამ კეპულაძე, ტექნიკოსი ალბერტ მანუკოვი და ხომალდის მეთაური ალექსეი ოგანესიანი ემსხვერპლნენ. დაღუპულია ეკიპაჟის ყველა წევრი, ასევე ბორტზე მყოფი 33-ვე ადამიანი, რომელთა შორის 29 გაეროს თანამშრომელი იყო. "აირზენაში" აცხადებენ, რომ თვითმფრინავი CRJ - 100 ტექნიკურად გამართული იყო.
უცხოური მედიის ინფორმაციით, კატასტროფას 1 ადამიანი გადაურჩა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.