"ქართული დასის" ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია კომიტეტებში სახალხო დამცველის ანგარიშის დაუყოვნებლივ განხილვას ითხოვს.
"სახალხო დამცველის ანგარიში გაცილებით უკეთესია ვიდე სხვა იყო, მაგრამ მასში არ არის შეტანილი პოლიტპატიმრები სია, რომელით ნორა კვიციანით იწყება და მინდა გითხრათ, რომ ეს სია ძალიან გრძელია. თუმცა ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული უკანონო პატიმრების შესახებ, რომლებიც შურისძების მსხვერპლნი ან სამართალდამცავების განტევების ვაცი გახდნენ", - აღნიშნა ბაღათურიამ.
ამასთან, დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ მოითხოვა ადამიანის უფლებებისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ანგარიშის შესასწავლად ერთი თვე.
"მოგიწოდებთ დღესვე დავიწყოთ გაერთიანებულ კომიტეტებზე სახალხო დამცველის ანგარიშის დეტალური განხილვა თავების მიხედვით. ასევე საკომიტეტო მოსმენების შემდეგ უნდა გავცეთ რეკომენდაციები, როგორც თანამდებობრივი პასუხისმგებლობების დაყენების, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგების დაყენების იმ პირობების მიმართ, რომლებიც სახალხო დამცველის ანგარიშში პირდაპირ კრიმინალურ ფაქტებთან არიან დაკავშირებულები", - აღნიშნა ბაღათურიამ.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს მოუწოდა სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ დაღვევების აღმოსაფხვრელად პასუხისმგებლობა აღოს.