საქართველოს პარლამენტში კონგოში, ავიაკატასტროფის დროს დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პარლამენტის სახელით დაღუპულების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
"მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მწუხარება კონგოში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ და პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მოქალქეების ოჯახებს", - დასძინა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ კონგოში, "არიზენას" კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის დროს საქართველოს 32 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც "აირზენას" თანამშრომლები იყვნენ.
ტრაგედიას 22 წლის პილოტი სულიკო ცუცქირიძე, ეკიპაჟის წევრი გურამ კეპულაძე, ტექნიკოსი ალბერტ მანუკოვი და ხომალდის მეთაური ალექსეი ოგანესიანი ემსხვერპლნენ. დაღუპულია ეკიპაჟის ყველა წევრი, ასევე ბორტზე მყოფი 33-ვე ადამიანი, რომელთა შორის 29 გაეროს თანამშრომელი იყო.
უცხოური მედიის ინფორმაციით, კატასტროფას 1 ადამიანი გადაურჩა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.