ბათუმის პორტში რადიაცია დაფიქსირდა. აღნიშნულის გამო ნავსადგურის მუშაობა შეჩერებულია.
პორტთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. ნავსადგურის თანამშრომლების სრულად ევაკუაცია უკვე მოხდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურები მუშაობენ. არსებითი ინფორმაციით, ქალაქში დამატებითი ბრიგადები თბილისიდანაც გაიგზავნებიან.
ბათუმში რადიოაქტიური ნარჩენები გვიან ღამით, ჯართით დატვირთულ სარკინიგზო ვაგონში აღმოაჩინეს. რა ტიპის და რა მოცულობის ნივთიერებაზეა საუბარი, ჯერჯერობით არ ხმაურდება.