საექიმო საქმიანობა კიდევ ერთ ექიმს აეკრძალა. ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საბჭოს გადაწყვეტილებით, ინგა აბუაშვილს, რომელსაც 5 წლის ნუცა აღნიაშვილის არასათანადო მკურნალობაში ედება ბრალი, პროფესიული საქმიანობის უფლება გაუუქმდა.
გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით, კიდევ 15-ს სახელმწიფო სერტიფიკატი ერთიდან სამ თვემდე შეეზღუდა, ხოლო 23-მა წერილობითი გაფრთხილება მიიღო. საბჭომ სულ 53 მედიკოსის საქმე განიხილა.
შეგახსენებთ, რომ 5 წლის ნუცა აღნიაშვილი რამდენიმე თვის წინ გლანდების ოპერაციით გარდაიცვალა. საბჭოს სხდომას სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე დაესწრო.
ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საბჭოს სხდომა პერიოდულად ტარდება. სხდომაზე იმ ექიმების საქმეები განიხილება, რომლებზეც პაციენტების მხრიდან სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში საჩივრები შედის.