საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. B ტიპის ვირუსული ინფექცია 70 წელს გადაცილებულ მამაკაცსა და ქალბატონს აღმოაჩნდათ.
პაციენტების მდგომარეობა ქრონიკულმა დაავადებებმა გაართულა, რის გამოც შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე A ტიპის ვირუსის სულ 615 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 49 პაციენტი გარდაიცვალა. B ტიპის ვირუსის 500-მდე გამოვლენილი შემთხვევიდან კი 17 დასრულდა ლეტალურად.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ვირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო, თუმცა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმთან დროულ კონსულტაციას ურჩევენ.