ლიბიის მთავრობა ახალ ულტიმატუმს აყენებს. ის მზად არის არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებისთვის, თუკი ლიბიელი ხალხი დასავლელელი ლიდერების გარეშე გადაწყვეტს დარჩეს თუ არა ქვეყნის სათავეში მუამარ კადაფი.
ამის შესახებ ლიბიის მთავრობის პრესმდივანმა მორიგ ბრიფინგზე განაცხადა, მისი თქმით, მუამარ კადაფი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა და ის პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს.
ლიბიის ტელევიზიებმა გუშინ გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც ასახულია კადაფის შეხვედრა თავის მომხრეებთან.
ლიბიაში შეტაკებები კვლავ გრძელდება. 700-მდე მოქალაქე ბენგაზში სამხედრო წვრთნებს გადის.