საქართველოს საპატრიარქო აფხაზეთში, ახალი ათონის წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძრის წინამძღვრად იღუმენ ეფრემის (ვინოგრადოვის) დანიშვნას არ ადასტურებს.
"ჩვენ დავუკავშირდით რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილებას და განმარტებები მოვითხოვეთ. რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან საუბარში ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება", - აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.
შეგახსენებთ, რომ ახალი ათონის წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძრის წინამძღვრად იღუმენ ეფრემის (ვინოგრადოვის) დანიშვნის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, იღუმენ ეფრემს ტაძარი სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქმა კირილმა პირადად ჩააბარა.