კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასში ჩამოვარდნილ გაეროს მისიის თვითმფრინავში, რომელიც "აირზენას" კუთვნილება იყო, ერთი მგზავრია გადარჩენილი. შესაბამის ინფორმაციას გაეროს წარმომადგენელზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
დაზუსტებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბოტზე 33 ადამიანი იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ ლაინერი ტროპიკულ წვიმაში მოყვა და ჩამოვარდნისას ორად გაიხლიჩა . წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში კონგოში ეს უკვე მეორე ავიაკატასტროფაა.
თებერვალში ჩეხეთის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც დაშვებისას ქედის წვერს დაეჯახა.