დღეს, 5 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომლიც სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება, ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ხოსე ბონო მარტინესთან გამართავს შეხვედრას.
შეხვედრაზე განიხილება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
გრიგოლ ვაშაძე ესპანეთში აშშ-დან ჩავიდა, სადაც უკვე ერთი კვირაა სამუშაო ვიზიტით იმყოფება.