დღეს, 5 აპრილს, პარლამენტი საქართველოს-ბულგარეთს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს.
"საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ" 1995 წლის 19 იანვარს გაფორმებული შეთანხმებაში ცვლილებები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
ცვლილებების თანახმად, ერთ თვეში საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულება დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, ბულგარეთ-საქართველოს შორის ყველა შეზღუდვის მოხსნას ითვალისწინებს, რაც ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის თავისუფლად განხორციელებას აფერხებდა. დღემდე ორ ქვეყანას მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდებოდა, ხოლო ერთ თვეში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები შესრულდება.