დღეს, 5 აპრილს, ქვესადგურ "სოლოლაკში" პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, 5 აპრილს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ჩახრუხაძის, შავთელის, ავლევის, ივერიელის, გრიშაშვილის, სამღებროს, ფურცელაძის, ჩიტაძის, კოტეტიშვილის, ყიფიანის, ბესიკისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვები აგრეთვე შეეხება საპატრიარქოს რეზიდენციას, სასულიერო აკადემიას, სიონის ტაძარს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ამ ორგანიზაციებს კომპანია "თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
6 აპრილს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება რუსთაველის გამზირის ნაწილს, სოფელ ოქროყანას, ლერმონტოვის, დადიანის, ლეონიძის, მაჩაბლის, იაშვილის, ჭონქაძის, ბერიძის, ამაღლების, წავკისის, გორგასლის, აბო თბილელის, ბარათაშვილის, აფხაზის (ყოფილი ლესელიძის), შავთელის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვები აგრეთვე შეეხება ფუნიკულიორის პლატოს, სასტუმრო "მარიოტს", ეროვნულ ბანკს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.